ვცდილობთ, გადავარჩინოთ "რუსთავი 2" - პაატა სალია

14.05.21 15:17
ვცდილობთ, გადავარჩინოთ "რუსთავი 2" - პაატა სალია

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია, არხის დამფუძნებლების ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ქონების გადამალვა ხდება. სალია ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიაში ფინანსური პრობლემებია და არხი  გადარჩენისთვის იბრძვის. 

გამოჩნდა ის სულისკვეთება, რომ თითქოს "რუსთავი 2-ის" მენეჯმენტი ცდილობს, რაიმე გადამალოს და გააფუჭოს. არ არის ნამდვილად ასე ქონების გატანა ფიზიკურად ვერ მოხდება, ამის სურვილი არც გვაქვს, რომ კანონი დავარღვიოთ და ვერ მოხდება იმიტომ, რომ მთელ უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე  შეუძლებელი იქნება იმ ვალდებულების შესრულება, რაც არის. ჩვენ ახლა ვცდილობთ, გადავარჩინოთ კომპანია, გადავარჩინოთ ის ღირებულება, რასაც ,,რუსთავი 2 " ჰქვია - ამბობს პაატა სალია. 

საქალაქო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2-ის" საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. არხის დამფუძნებლები ტელევიზიის  მთელი ქონებისათვის ახალი ყადაღის დადებას და მოწმეების დაკითხვას მოითხოვენ, რადგან მათი ინფორმაციით, მოქმედი მენეჯმენტი ქონების გადამალვას გეგმავს.