კარტოგრაფებს სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედება არ ჩაუდენიათ - ბრალდების მხარის მთავარი მოწმე

14.05.21 15:48
კარტოგრაფებს სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედება არ ჩაუდენიათ -  ბრალდების მხარის მთავარი მოწმე

სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედება არ ჩაუდენიათ -პროკურატურის მთვარმა მოწმემ, გელა დუმბაძემ, დღეს მოსამართლეს განუცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა უდანაშაულოები არიან.

კარტოგრაფების სასამართლო პროცესზე დღეს პროკურატურის 3 მოწმიდან 2-ის, გელა დუმბაძისა და ზურა გუმბერიძის, გამოკითხვა დასრულდა.

 პროკურატურის მოწმეებმა ფაქტობრივად დაადასტურეს ის, რასაც დაცვის მხარე ამტკიცებდა. მათ განაცხადეს, რომ იმ პერიოდში, როცა  თანამდებობაზე მუშაობდნენ, ილიჩევას და მელაშვილს სახელმწიფოსთვის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიღიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ ეცოდინებოდათ.

2002- 05 წლებში გახლდით აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი და ვესწრებოდი საზღვრის დელიმიტაციის 2-3 სხდომას. არავითარი ხინჯი არ არსებობს, ეს ადამიანები ექსპერტის რანგში ესწრებოდნენ სხდომას იმ პერიოდში, არავითარი ნიშანი და ხინჯი არ არსებობდა, რომ ვიღაცა ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებას იღებდა.- განაცხადა პროცესიდან გამოსულმა ზურა გუმბერიძემ.

აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ არავითარი ანტისახელმწიფო ქმედება არ შეუნიშნავს და გადაწყვეტილებას იღებდნენ თბილისში, სხდომაზე კი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ განიხილავდნენ.

მუშაობდა კომისია და ყველა თავის საქმეს აკეთებდა, საკითხების მომზადება ხდებოდა არა ბაქოში, არამედ თბილისში. გამორიცხულია, რომ იქ ანტისახელმწიფო ქმედებები ყოფილიყო. რადგან კომისია მოდიოდა შედეგებით და ჩვენ ამ შედეგებს ვიხილავდით.- განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გელა დუმბაძემ.

ამ წუთებში პროკურატურის მესამე მოწმის, ნატალია ტუშურის, გამოკითხვა მიმდინარეობს.