26 წლის გოგო ორჯერ გააუპატიურა - გარდაცვლილ აიტპაევას სიძეს ბრალი წარუდგინეს

14.05.21 17:10
26 წლის გოგო ორჯერ გააუპატიურა - გარდაცვლილ აიტპაევას სიძეს ბრალი წარუდგინეს

თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმე - საქართველოს პროკურატურამ  26 წლის ასელ აიტპაევას სიძეს, მურად მეირბეკევს, გაუპატიურების საქმეზე ბრალი წარუდგინა. 

უწყების ცნობით, მეირბეკოვმა ყაზახი გოგო ორჯერ გააუპატიურა. 

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით  ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. 
მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის  პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- წერია განცხადებაში. 

ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე, ასელ აიტპაევა,  მიმდინარე წლის 5 მაისს მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "პირველებმა" ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული კაცის ჩვენებაც გაასაჯაროვა. 

57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი ახალგაზრდა ქალის თანხმობით და  სურვილით დაამყარა. 

ბესო თორდუა აღნიშნავს, რომ ასელი საკუთარი დის ქმარმა გააუპატიურა და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი. 

მსგავსი სიახლეები