ინტენსიურად ვმუშაობთ სუდანში საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად - საგარეო უწყება

18.04.23 15:50
ინტენსიურად ვმუშაობთ სუდანში საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფრომაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში სუდანში მყოფ მოქალაქეებთან მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან ყოველდღიურ კონტაქტში არიან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ასევე, დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად.

შეგახსენებთ, რომ სუდანში ამ დროისთვის 30-მდე ქართველია ჩარჩენილი.