ძლიერი ხანძარი თბილისში - ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა
ძლიერი ხანძარი თბილისში - ცეცხლი ორსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა. ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. მათი ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა მოახდინა. ადგილზე ამ წუთებშიც ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია მიმდინარეობს.
მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაზი და ელექტროენერგია დავალიანების გამო ჩაჭრილი იყო, ამიტომ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.