ცხინვალში მკვლელობის ბრალდებით "ვაგნერის" დაჯგუფების წევრი დააკავეს - "პირველებმა" ექსკლუზიურ კადრები მოიპოვა

"პირველებმა" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, რომლის გავრცელების გამოც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი იძულებული გახდა ხელბორკილები "ვაგნერის" დაჯგუფების წევრისთვის დაედო .
ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს მოქალაქეს მკვლელი პუტინის ელიტური დანაყოფიდან. საოკუპაციო რეჟიმი ახლა ამ ვიდეომასალის გადამღებს ეძებს და მის დასჯას აანონსნებს.
"ვაგნერის" დაჯგუფების მებრძოლმა სიუკაევმა, რომელიც უკრაინიდან ცხინვალში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქე მოკლა. სიუკაევი 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგაც იბრძოდა. ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცხელ კვალზე არ დაუკავებიათ, რადგან პუტინის მთავარი დასაყრდენის, "ვაგნერის" წევრები როგორც წესი, ხელშეუხებლობით სარგებლობენ.
სიუკაევი 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგაც იბრძოდა. ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცხელ კვალზე არ დაუკავებიათ, რადგან პუტინის მთავარი დასაყრდენის. "ვაგნერის" წევრები, როგორც წესი, ხელშეუხებლობით სარგებლობენ.
ე.წ პეზიდენტმა იძულებით სიუკაევისთვის ხელბორკილების დადება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მიერ ჩადენილ მკვლელობას ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.