ნადირობის ახალი სეზონი - ოკუპანტებმა სოფელ დვანის მკვიდრი გაიტაცეს

18.04.23 20:35
ნადირობის ახალი სეზონი - ოკუპანტებმა სოფელ დვანის მკვიდრი გაიტაცეს

ოკუპანტების ნადირობის ახალი სეზონი საქართველოს მოქალაქეებზე - სოფელ დვანში   რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ  სათვალთვალო კამერებსა  და სპეციალურ დეტექტორებს პირველი მსხვერპლი ჰყავს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 35 წლის დიმიტრი მამაგულიშვილი გაიტაცეს.

ე.წ საზღვრის უკანონო ბრალდებით  სოფელ დვანის მკვიდრი ახლა ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. სუს-ში ამბობენ, რომ უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო  და ყველა საერთაშიროსო  მისია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.