სუდანში ჩარჩენილი ქართველები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ელოდებიან - როდის მოხერხდება ევაკუცია?

18.04.23 20:21
სუდანში ჩარჩენილი ქართველები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ელოდებიან - როდის მოხერხდება ევაკუცია?

ამ წუთებში სუდანში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ელოდებიან. ენტონი ბლინკენის მოწოდების შემდეგ დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

ეს  დროებითი ზავია, რომლის შესრულებასაც სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან. ასეთ შემთხვევაში, მათი საქართველოში ევაკუაციის პროცესი დაიწყება.  

ქართველები პირველებს უყვებიან, რომ თუ ცხელი წერტილიდან  დროულად არ გამოვიდნენ, საკვებისა და  წყლის გარეშე დარჩებიან.

ორი ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები, პრაქტიკულად, ჰუმანიტარული კატატროფის ზღვარზე არიან. ეწურებათ წყლის მარაგი და საკვები, მათ სიცოცხლეს კი საფრთხე ეუმუქრებათ.

"მაი ვეი" ეარლაინსის თვითმფრინავი აფეთქებას  გადაურჩა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.