ნინოწმინდის პანსიონატის საქმე სტრასბურგშია

19.04.23 13:31
ნინოწმინდის პანსიონატის საქმე სტრასბურგშია

ნინოწმინდის პანსიონში მოზარდებზე ძალადობის საქმე სტრასბურგშია. ევროსასამართლოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დასადგენად 5 -მა ყოფილმა აღსაზრდელმა  13 აპრილს მიმართა.

იურისტების თქმით, მოსამართლეთა დიდ პალატას ახლა მაგიდაზე პანსიონში ბავშვების წამების, დამცირების და არაადამიანური მოპყრობის ყველა მტკიცებულება უდევს.

ბედეფიციარების ადვოკატები სტრასბურგისგან ორი მუხლის - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და პირადი და ოჯახირი უფლების დარღვევის დადგენას სთხოვს.

ორგანიზაცია "საფარის" იურისტებს სავარაუდოდ მომავალ კვირას ეცოდინაბათ, მიიღო თუ არა სასამართლომ რეზონანსული საქმე წარმოებაში. 

წლებია, დაზარალებული ბავშვები და მათი უფლებადამცველები საქართველოს პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვენ, თუმცა უწყება საქმეს არ იძიებს. მეტიც არცერთ ბენეფიხიარს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ: 

ჩვენ ვსაუბრობთ დამამცირებელ და არა ადამიანურ მოპყრობაზე, ისინი საუბრობენ უბრალო ძალადობაზე და სანამ არ გადაკვალიფიცირდება ეს საქმეები ცხადია, შედეგი არ იქნება, არც გვაქვს იმედი, რომ რამე შედეგი გვექნება, მანამ სანამ სტრასბურგი არ დაიწყებს ამ საქმეზე მუშაობას და არ გამოიტანს გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ბაია პატარაიამ. 

"საფარის" იურისტი, ცირა ჯგერენაია აცხადებს, რომ ბენეფიციარები პანსიონატის თანამშრომლების მხრიდან სისტემური ძალადობის შესახებ საუბრობენ. 

ბავშვები ადასტურებენ ძალადობას. სისტემური, რაც იკვეთება, არის ბავშვებზე სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობა და დასჯის ისეთი მეთოდები, როგორიც არის დაჩოქება. ბავშვი მიყვებოდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ის საკვები დაუდეს, რაც არ უყვარს, კონკრეტულად წვნიანი...  ვერ შეჭამა, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე დილა, შუადღე და საღამოს ამ წვნიანს, ამ თეფშით უდებდნენ მაგიდაზე. შემდეგ ეს წვნიანი გაფუჭდა და სუნი ჰქონდაო.

ბავშვი ამბობს, რომ "ბულკი" მოვიპარე ამის გამო გამაშიშვლა აღმზრდელმა და მაიძულა, რომ შიშველს მეარა დერეფანში. ზოგიერთს ბავშვს აქვს ინიჰილისტური დამოკიდებულება და ამბობს, რომ მაინც არაფერს გამოიძიებენ და უარი განაცხადა ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე.“ - არნიშნა იურისტმა.

კავშირ "საფარის" პროექტების მენეჯერი, ნათია გამხიტაშვილი "პირველებთან" აღნიშნავს, რომ საქმეზე კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა გამორიცხულია, რადგან საქმე ხანდაზმულია: 

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამორიცხულია იმიტომ, რომ გასულია ეს ხანდაზმულობის ვადა. აქტიურად ვითხოვთ ამის ცვლილებას თუმცა გვპასუხობენ, რომ ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, სახელმწიფოს არ სურს საპატრიარქოს კომპეტენციაში შეჭრა და მათ საწინააღმდეგოდ დღის წესრიგში რაიმე პასუხისმგებლობის დაყენება.“ - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები