უშედეგო შეხვდა ჯანდაცვის მინისტრთან - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს იწყებენ

19.04.23 13:25
უშედეგო შეხვდა ჯანდაცვის მინისტრთან -  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს იწყებენ

უშედეგო შეხვდა ჯანდაცვის მინისტრთან - ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა, თუმცა ვერაფერი უთხრა.

მშობლები  წლებია  სამინისტროსგან იმ მედიკამენტის გადაცემას ითხოვენ, რომელიც მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელია, თუმცა შეხვედრა  ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, ამიტომ მშობლები აქციებს აანონსებენ.

 ისევ გრძელდება ცრუ ინფორმაციების პროპაგანდა, თითქოს ეს მედიკამენტი არ არის სარგებლიანი, მაშინ რატომ ჰქონდა მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირ ბიომარინის კომპანიის წარმომადგენელთან და რატომ ჰქონდათ ვაჭრობა ფასზე, რომ საქართველოსთვის ფასი დაიწია ეს იყო შემოდგომაზე და იყო ორასი ათასი დოლარი და ძალიან გახარებულნი იყვნენ, რომ საქართველოსთვის ფასი დაიწია, მაშინ რატომ იყო ეს საუბარი საერთოდ. მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მუშაობის შედეგს.“ - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. 

 აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა აცხადებს, რომ მინისტრი მათ პრობლემებს არ უსმენს. მშობლები დღეს კანცელარიასთან აქციას გამართავენ: 

ისინი არც გვისმენენ, ჩვენთვის არავის მოუსმენია, უბრალოდ ვხმაურობთ და ჩვენ თვითონ რამდენიმე სიტყვის თქმა მოვასწარით. მინისტრმა, როგორც დაასრულა თავისთვის გაზეპირებული ტექსტის თქმა დატოვა დარბაზი, მხოლოდ მისი მოადგილე დარჩა. კიდევ გეუბნებით ესენი უბრალოდ დროს წელავენ. 24 საათიან აქციას, პირადად მე და რამდენიმე მშობელი ღამეს ვათევთ სახელმწიფო კანცელარიასთან. ხომ არის ჯანდაცვის მინისტრი აგოს პასუხი მერე ჩემს ჯანმრთელობაზე.“ - აცხადებს ის. 

შეხვედრის ორგანიზატორები, "ლელო-საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია სახელმწიფოსგან მხოლოდ დაპირებებს იაღებენ, შედეგი კი არ ჩანს: 

„ძალიან ნათელია, რომ სახელმწიფო ამ ჯგუფს, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონეს, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ასე, რომ აღიქვან ეს ბავშვები ამისათვის მშობლებს სჭირდებათ ქუჩაში პროტესტი და უკიდურესი ზომების მიმართვა. ეს არ არის მისაღები, მისაღები არ არის როდესაც ისინი წელიწადზე მეტია სახელმწიფოსგან იღებენ გარკვეულ დაპირებებს და ეს დაპირებები არ სრულდება“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ვატო სურგულაძე დარწმუნებულია, რომ კარგი მუშაობით პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია

„ამ პრობლემის გადაჭრა კარგი მუშაობის შემთხვევაში შეიძლება ერთ თვეში. იძახიან ფული გვაქვსო, ფულზე არ არისო, მაგრამ ძალიან ნელა მუშაობენ და არ შეიძლება, მთავარია არ დავაზიანოთ პაციენტი, კი არის გამოთქმა მედიცინაში, მაგრამ რომ არ შემოიტან ისიც ხომ დაზიანებაა.“ - განაცხადა მან.

 საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე სულ 30 ბავშვი ცხოვრობს. 

მინისტრი  აქონდროპლაზიის პრობლემის მქონე ბავშვების  მშობლებთან შესახვედრად პარლამენტში პარტია "ლელომ" დაიბარა  კომიტეტის სხდომა ზურაბ აზარაშვილმა შეხვედრის დასრულებამდე დატოვა. 

მსგავსი სიახლეები