კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო ბათუმის რესტორანს დახურვა ემუქრება
სამართალდამცველებმა ბათუმში მდებარე რესტორან ,,ედელვაისში" წვეულება კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო ჩაშალეს.
რესტორნის მეპატრონე ამტკიცებს, რომ დაწესებულებაში 3 სხვადასხვა წვეულება რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. მისი ინფორმაციით, 250 კვადრატულ მეტრზე 14 მაგიდაა განთავსებული და სოციალური დისტანცია სტუმრებს შორის დაცული იყო.
რესტორანი ,,ედელვაისი" სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში პირველად არ ექცევა. რესტორანი რამდენიმე ხნის წინ დაჯარიმდა,თუმცა მაშინ სხვა მეპატრონე ჰყავდა, ახალი მოიჯარე კი ირწმუნება, რომ რესტორნის დალუქვით სამართალდამცველები უსამართლოდ ემუქრებიან.
ნ
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს