მძინარე მამას ნაჯახი თავში ჩაარტყა - თერჯოლაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

19.04.23 20:22
მძინარე მამას ნაჯახი თავში ჩაარტყა - თერჯოლაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

მამის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. შემზარავი ფაქტი თერჯოლაში მოხდა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ მშობელი ნაჯახით მოკლა. აღდგომის წინა ღამეს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა 56 წლის კაცი მოიკითხეს.

გარდაცვლილის სახლში მისულებს კარი შვილმა გაუღო, რომელიც მკვლელობის ფაქტს სავარაუდოდ, რამდენიმე დღე მალავდა. მეზობლებმა ახალგაზრდა ბიჭის მონაყოლში ეჭვი შეიტანეს და ძალით შევიდნენ სახლში, სადაც უმძიმესი სურათი დახვდათ.

ნაჯახით დაჩეხილი მამაკაცის ცხედარი ოთახში ესვენა. ამის შემდეგ შვილმა გაქცევა სცადა, თუმცა რამდენიმე საათში ის პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული სასტიკად მძინარე მშობელს გაუსწორდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

უმძიმესი ამბავი თერჯოლაში - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში