ატენში ძმამ ძმა დაჭრა

პოლიციამ ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით დააკავა - შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მოხდა, როცა კაცმა ძმა დაჭრა.
დაშავებულს "გორმედში" გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.