ოლიგარქიული გავლენა აისახება საქართველოს პოლიტიკურ საქმეებსა და გადაწყვეტილებებზე - "ფრიდომ ჰაუსი"
ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედია გარემოზე - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში ოლიგაქრიულ მმართველობაზე საუბრობს.
2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშს საქართევლოს შესახებ "ფრიდომ ჰაუსი" რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს. მანამდე კი ორგანიზაცია მოკლე ანონსის სახით წერს, რომ ბოლო წლებში საქართევლომ სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. შეაფასეს საქართველოს თავისუფლების ინდექსიც. საქართველოს 100 58 ქულა მიანიჭეს და თქვეს, რომ საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა.
საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები იმართება. ქვეყნის დემოკრატიულმა ტრაექტორია 2012-13 წლებში გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, ხელისუფლების ცვლილების მიმდებარე პერიოდში, მაგრამ ბოლო წლებში შეინიშნება უკუსვლა. ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედია გარემოზე და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული". - წერია ანგარიშში.