რიკოთზე პროტესტმა იფეთქა - მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
რიკოთზე პროტესტმა იფეთქა. მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მძღოლები, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ყველაზე გრძელ გვირაბთან მუშაობენ, ამბობენ, რომ უხდიან მინიმალურ ანაზღაურებას და ამუშავებენ მაქსიმალურად დიდი დროით.
გარდა ამისა, დასაქმებულების ინფორმაციით, ადგილზე არ არის დაცული არც უსაფრთხოების ნორმები, რაც სხვა რისკებთანაც არის დაკავშირებული.
"გვაქვს 33 ლარი დღიური ანაზღაურება და ვმუშაობთ 9 საათს, ვაპროტესტებთ ამას. გვინდა 8 საათი ვიმუშაოთ და გვქონდეს 50 ლარი ხელფასი. მედროშეები არ დგანან, არაფერი არანაირი, 12 ტონიანი მანქანა დაგვაქვს 60 ტონა გრუზით. 28 დღეს იმუშავებთო და 200 ლარს დაგიმატებთ პრემიის სახითო, იმ შემთხვევაში ისიც თუ მანქანა არ გაფუჭდება" - ამბობს გაფიცული მუშა.