პროტესტი გრძელდება - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების ტირილში გათენებული ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. დედებმა წუხანდელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.
მშობლებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, სურთ საკუთარი შვილებისთვის მედიკამენტი, რომელიც ძვირია, აზარაშვილთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ ახლა დედები პასუხებს პრემიერისგან ითხოვენ.
"უბრალოდ ამაზე უკიდურესი ზომა არის ხალხო სიკვდილი, მეტი აღარაფერი აღარ დაგვრჩენია. მთელი ღამე გავატარეთ სიცივეში, ტირილში მშობლებმა, კაციშვილი არ შეგვხმიანებია. მე მოსული ვარ პრემიერთან მე მინდა პრემიერთან შეხვედრა ამ დედებს უნდათ პრემიერთან შეხვედრა, გვითხრას გვიფინანსებს თუ არა ამ მედიკამენტს გამოგვიტანოს საბოლოოდ განაჩენი, რომ ჩვენ ვიცოდეთ ამ ბავშვებს აქვთ ჯანმრთელობის უფლება თუ არ აქვთ თუ რა დააშავეს საქართველოში, რომ დაიბადნენ, არ გვჯერა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსი" - ამბობს მშობელი.