კონფლიქტის მეექვსე დღე სუდანში - "ჯეო სქაი" იმედოვნებს, რომ საჰაერო სივრცე ხვალ გაიხსნება

20.04.23 12:23
კონფლიქტის მეექვსე დღე სუდანში - "ჯეო სქაი" იმედოვნებს, რომ საჰაერო სივრცე ხვალ გაიხსნება

სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ. უკვე მეექვსე დღეა კონფლიქტის ზონიდან ქართველების გამოყვანა ვერ ხდება. "მაი ვეი ეარლაინსისა" და "Geo Sky"-ის 50-მდე თანამშრომელი ამ დრომდე საჰაერო სივრცის გახსნას ელოდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იტყობინება, რომ ქართველების მომარაგება წყლით, საკვებითა და დიზელით, შეფერხებულად, თუმცა მაინც შესაძლებელია. ქართული მხარე დიდ იმედებს ამყარებს ხვალინდელ დღეზე. 

"დილიდან განახლდა შეტაკებები მხარეებს შორის. ჩვენები ისევ იმყოფებიან თავის საცხოვრებელ ადგილას, სასმელი წყალი საკვები აქვთ, ჩვენ ვიმედოვნებთ, როგორც მოგეხსენებათ დღეს სრულდება მუსლიმანური რელიგიური მარხვა რამადანი, პარასკევს ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, რელიგიური და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დღესასწაულისთვის მხარეები შეთანხმდებიან, შეწყვეტენ ცეცხლს და მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ ევაკუაცია ჩვენი თანამშრომლების" - განაცხადა Geo Sky-ს გენერალურმა დირექტორმა შალვა კიკნაძემ.