ვიწყებთ კონსულტაციებს NGO-ებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან, ვგეგმავთ აქციას - გვარამიას თავისუფლების მოძრაობა
ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის შექმნილი მოძრაობა საპროტესტო აქციებს აანონსებს. "მთავარი არხის" დაპატიმრებული მედია მენეჯერის მხარდამჭერებმა განცხადება მოძრაობის წარმომადგენლებმა სიმბოლურად პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელის ქუჩაზე გააკეთეს და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თავის უმოქმედობით, ხელისუფლებასთან ერთად იზიარებს.
იქნება გაძლიერებული წნეხი, გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირზე. გვარამიას თავსიუფლებისთვის შექმნილი მოძრაობის წევრებიი შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან აანონსებენ.
"სალომე ზურაბიშვილმა ამ ბერკეტის არ გამოყენებით და უმოქმედობით, პრაქტიკულად, თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა. ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მოქმედებით მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. ასევე ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას" - ამბობს ბაჩანა შენგელია.