კაცი ხარ თუ ქალი ეგ ვერ გაგირკვევია, ვინ უნდა შეამოწმო? - მეუფე სპირიდონი ლომჯარიას

15.05.21 11:03
კაცი ხარ თუ ქალი ეგ ვერ გაგირკვევია, ვინ უნდა შეამოწმო? - მეუფე სპირიდონი ლომჯარიას

შე ბრმა, შე ყრუ, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ შენ ვინ უნდა შეამოწმო, - ასე მიმართავს მეუფე სპირიდონი ამბიონიდან სახალხო დამცველს და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. ეპისკოპოსი  ნინო ლომჯარიას უკვე მეორე დღეა თავს ესხმის და ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ  განცხადებებს აკეთებს.

შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ, ჰომოსექსუალისტებს კაცს, ქალს, საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა ქალი გახდა ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო შე ბრმა, შე ყრუ, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ შენ ვინ უნდა შეამოწმო, კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია შენ ვინ უნდა შეამოწმო? მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგარეთიდან. ბავშვთა სახლს უჩივლეს ნინოწმინდის გაეროში, რომელ გაეროში რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა ამღერა და თქვა ამას უნდა მივბაძოთო, ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი ის დაიღუპება კაცო,"  - მიმართავს მეუფე სპირიდონი ნინო ლომჯარიას.

მეუფე სპირიდონის გაღიაზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სახალხო დამცველი მის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის მონიტორინგს ითხოვს. ბავშვთა პანიონატში სახალხო დამცველს გაეროს ბავშვთა კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ უშვებენ.

მსგავსი სიახლეები