ევროსასამართლომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საჩივარი დასაშვებად ცნო

20.04.23 14:38
ევროსასამართლომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საჩივარი დასაშვებად ცნო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი დასაშვებად ცნო.

ინფორმაციაა რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.

სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უკანონო დაკავება და მკვლელობა.

 სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა.

ეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.