წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება - მერია

20.04.23 16:55
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება - მერია

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლის იანვარში დასრულდება - განცხადება თბილისის მერის მოადგილემ გააკეთა. ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ე.წ. წერეთლის ხიდის სარემონტო სამუშაოების დამთავრება უფრო ადრეა დაგეგმილი. 

ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში - მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია, გარდა ამისა - პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს.

იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება", - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.


ცნობილია, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 28,4 მლნ ლარი, ხიდისთვის კი - 4,2 მლნ ლარი.

მსგავსი სიახლეები