"არაუშავს დე, სამაგიეროდ imagine dragone-ის კონცერტზე წაგიყვან" - მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტრო ტირილით დატოვეს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები აქციებს აგრძელებენ. ზურაბ აზარაშვილთან გამართული შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტრო წუხელ ტირილით დატოვეს. მინისტრმა სამუშაო კაბინეტიდან დედები დათქმებით გამოუშვა.
აზარაშვილი პირობას დებს, რომ მოზარდებისთვის აუცილებელ პრეპარატს სახელმწიფო დაფინანსებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთვევაში თუ სექტემბრამდე წამალს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე სახლემწიფო ბიუჯეტიდან შეიძენენ. ამ განცხადების შემდეგ კი მოზარდების მშობლებმა ზურაბ აზარაშვილი სიცრუეში ამხილეს.
მათი თქმით, მინისტრს არ გააჩნია ინფორმაცია, სინამდვილეში კი პრეპარატი ევროკავშირის ბევრს ქვეყანას სახელმწიფოს ბიუჯეტით უკვე აქვს შეძენილი. ამიტომ მშობლები ამბობენ, რომ სამინისტროს არ სურს 4 მილიონ ნახევრის გამოყოფა 12 ბავშვისთვის.
მშობლემა გუშინდელი ღამე ისევ ღარიბაშვილის სამსახურთან გაათენეს, მათ ხელში ჰქონდა ბანერი წარწერით " არაუშავს დე, სამაგიეროდ imagine dragone-ის კონცერტზე წაგიყვან" .
ეს წარწერა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დედებმა გაიგეს, რომ მთავრობამ თავისუფლად გამონახა თანხები მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ჯგუფის ჩამოსაყვანად და კოცერტის ჩასატარებლად, მაგრამ სამაგიეროდ ვერ გამოინახა თანხა 12 ბავშისთვის, რომელსაც პრეპარატი სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
"ჯანდაცვის მინისტრის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომაც მისი დანაპირები ჩვენთვის არ არ არის დამაიმედებელი, ამიტომაც ეს ტყუილი დანაპირები გვაძლევს სკეპტიციზმის მიზეზს. გუშნ გავათენეთ ა, კიდევ გავათენებთ და არ შევწვეტთ პროტესტს. პროტესტს ასევე ისწვევს ის, რომ მთავრობა კონცერტებში 70 მილიონს ხარჯავს და ამ ყველაფრის ფონზე გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ არსებობს იმისთის, რომ ბავშვებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუფინანსონ". - ამბობენ მშობლები.
ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებთან გუშინდელი შეხვედრის კადრებს ავრცელებს. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს პრეპარატის დაფინანსების საკითხი უკვე განიხილება და ის შესაძლოა, დაფინანსდეს.
დაითქვა და გაიცა პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სექტემბრამდე, მედიკამენტის აქტიურად დანერგვის პირობებში, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო გაიზიარებს ამ ქვეყნების გამოცდილებას და იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყანაში პრეპარატი გახდეს ხელმისაწვდომი". - ამბობს თამარ გაბუნია.
თუმცა სრულიად განსხვავებულად საუბრობენ მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ შეხვედრამ სრულიად უიმედოდ ჩაიარა, რადგან ჯანდაცვის მინისტრი ამ დაავადებასთან დაკავშირებით არაინფორმირებული. ამიტომაც, მშობლები ამბობენ, რომ აქ2ციები ისევ გაგღძელდება და მათ მთავარ მოთხოვნად კვლავ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დარჩება.