"ატრიუმში" ორი ოფისი ისევ დალუქულია - რას ყვებიან ბიზნესცენტრში დასაქმებულები

21.04.23 11:20
 "ატრიუმში" ორი ოფისი ისევ დალუქულია - რას ყვებიან ბიზნესცენტრში დასაქმებულები

რა მიზნით ჩაატარდა სპეცოპერაცია თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესცენტრში ჯერჯერობით ისევ არ საჯაროვდება. შენობაში ორი ოფისი ისევ დალუქულია. რას საქმიანობდა აღნიშნული ოფისებში არსებული კომპანიები, უცნობია.

ვერაფერს ამბობენ გვერდზე ოფისებში მომუმაშავე ადამიანებიც. იციან მხოლოდ ის, რომ ეს ორი ოფისი აქ 2 წლის განმავლობაში არსებობდა და მათი საქმიანობა გასაიდუმლოეუბული იყო. 

ვიცი, რომ ბევრი აიტიშნიკი ზის, ეს ვიცი... უფრო ახალგაზრდები, დაახლოებით 25 წლამდე. ზოგი ქართველი იყო ზოგი არა, - ამბობს გვერდზე ოფისში დასაქმებული. 

თვითმხილველების ცნობით, ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია და კომპიუტერები. 

სამართალდამცველების დიდი  ჯგუფმა ატრიუმის ტერიოტორია ალყაში გუშინ ღამით მოაქცია. ადგილზე ოპერაცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

BBC-ის  სკანდალური გამოძიების შემდეგ  გავიდა თუ არა პოლიცია ახალი ქოლცენტრების კვალზე  ფინსნსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა თქვას,  თუმცა უწყება დუმს.