"მოსამართლე მკვლელის ოჯახს გაურიგდა" - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება
გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმე თავდაყირაა დგება. ლევან იაგანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ერთწლინი პატიმრობის შემდეგ თელავის რაიონულ სასამართლოში მუხლი გადაუკვალიფიცირეს და მსჯავრი გაუნახევრეს.
გარდაცვლილი კაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ მოსამართლე მკვლელის ოჯახს გაურიგდა და სასჯელი კორუფციული შეთანხმებით შეუმცირა. საქმეში ფიგურირებენ სხვა პირებიც, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცველებს მათი დაკავება არ სურთ.
მამაჩემის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელსაც თავიდან 108 მუხლი ჰქონდა მისჯილი, რომელიც ითვალისწინებდა 10-დან 15 წალმდე პატიმრობას, ორი დღის წინ მიუსაჯეს 6 წლით პატიმრობა, შეუცვალეს მუხლი. ადვოკატს აქვს გარკვეული ვარაუდები და მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოსამართლე, ვინც ეს გადაწყევტილება მიიღო, არის ჩართული კორუფციულ გარიგებაში მკვლელის ოჯახთან. აღნიშნულმა მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების დროს არ მიიღო მხედველობაში დაზარალებული ოჯახის ჩვენებები და ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოს წინაშე. მათ შორის იყო სხვადასხვა ტექსტური შეტყობინებები, სადაც აღნიშნული პირი მამაჩემის მიმართ მუქარების შემცველ მესიჯებს აგზავნიდა, რომ ის მოკლავდა მას, - ამბობს მოკლული ლევან იაგანაშვილის შვილი.
იაგანშილის ოჯახი ასევე ირწმუნება, რომ მკვლელის ოჯახი მათი ადვოკატის მოსყიდვას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდათ.
მოკლულის ოჯახის თელავის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ არაშენდაში ადგილობრივმა თანასოფლელი მოკლა. მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა. შემთხვევა აგვისტოს თევში მოხდა. ახალგაზრდა კაცმა შურისძიების მიზნით მსხვერპლი ტყეში გაიტყუა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 47 წლის ლევან იაგანაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვლა.