"დირექტორმა უსაფუძვლოდ გამათავისუფლა" - გორის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელმა სასამართლო დავა დაიწყო
გორის მესამე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულმა პედაგოგმა სასამართლო დავა დაიწყო. თეა კეჩხუაშვილი ამტკიცებს, რომ დირექტრომა სკოლიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლა.
გათავისუფლებული მასწავლებლის წინააღმდეგ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არის ვიდეომასალა, რომელიც სკოლის დირექტორიმა გადაიღო და ამტკიცებდა, რომ მას მასწავლებელი მიუვარდა და სკოლის ინვენტარი დაულ;ეწა. თუმცა ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მსგავს ფაქტს პედაგოგის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
5 თვის წინ გამათავისუფლა დირექტორმა რაღაც მოგონილი მიზეზით. სამეურვეოს მივმართე, არ დამიკმაყოფილეს, ახლა სასამართლოშია საქმე. იყო პირველი სხდომა და დირექტორი ისევ არარსებული მიმართულებით. დირექტორს უნდა რომ შემიქნას იმიჯი, რო მე ვარ აგრესორი და ჩემი სკოლაში მუშაობა არ შეიძლება. არა მარტო ვიდეოში ჩანს, რომ იქ არაფერი დამტვრეულა, არამედ მას აქვს საგამოძებოდან წერილი, რომ სისიხლის სამართლის საქმე ვერ აღიძრებოდა, ფაქტების არარსებობის გამო". - ამბობს კეჩხუაშვილი.
პედაგოგის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავა კეჩხუაშვილის სასარგებლოდ დასრულდება.