ყაზახი გოგოს საქმე - გაუპატიურებაში ბრალდებული სიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15.05.21 13:05
ყაზახი გოგოს საქმე - გაუპატიურებაში ბრალდებული სიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

26 წლის ყაზახი გოგონას, აისელ აიტფაევას საქმეზე მისი სიძე მურად მეირბეკოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. აიტფაევას დის ქმარი, მურად მეირბეკოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

 ადვოკატის თქმით, ჩანაწერი, რომელიც მისი დაცის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გამოიყენეს, არასრულია და მეირბეკოვის მიერ დანაშაულის ჩადენა არ იკვეთება.

იგი არ აღიარებს ბრალს, მიგვაჩნია, რომ უსამართლოა სასმაართლოს გადაწყვეტილება, არანაირი გარემოება არ არსებობდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, მთლიანი ჩანაწერია განსახილველი, მთლიან ჩანაწერში ბევრი რამ არის დასადგენი, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, მანამდე რა საუბარი უძღოდა წინ", - ამბობს მეირბეკოვის ადვოკატი.

პროკურატურამ 26 წლის ასელ აიტპაევას სიძეს, მურად მეირბეკევს, გაუპატიურების საქმეზე ბრალი  გუშინ წარუდგინა.

 26 წლის ასელ აიტპაევამ 5 მაისს  საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თოდუა  დააკავა. პროკურატურამ  დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.