"ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულება განიხილონ" - ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პეტიცია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს 21 წლის მომიტინგის ბედის გადაწყვეტა უკვე ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ. ოჯახი პეტიციით ნაფიც მსაჯულების უფლებამოსილების გაფართოებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ლაზარეს გირაოს მეშვეობით გათავისუფლებას ითხოვენ.
დაპატიმრებული აქტივისტის ოჯახი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ბიჭი შერჩევითი სამართლის მსხვერპლი გახდა, რომელსაც სისტემა მრავალწიანი პატიმრობისთის სწირავს.
ჩემი დიდი სურვილი იქნება და ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ლააზრე, ჩემი ბიჭი იყოს გათავისუფლებული გირაოთი. ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლონ ჩემი ბიჭი. ამისთვის საჭიროა, კანონპროექტში პატარა ცვლილები, - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის მამა.
ლაზარე გრიგორიადისის მგსავსად, 353 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი თორნიკე აკოფაშვილსაც, რომელიც 7-8 მარტს აქციებზე იდგა. ის ახლა გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.