ვის ეკუთვნის კომპანია, სადაც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა?

21.04.23 13:45
ვის ეკუთვნის კომპანია, სადაც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა?

"პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, ფართი ბიზნესცენტრ "ატრიუმში" კომპანია "ესენ ჯგუფს" ჰქონდა ნაქირავები, რომლის დირექტორიც ბელორუსის მოქალაქე ალექსანდრე ბიალოტსკია. კომპანია საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი თვის თავზე, 2022 წლის მარტში დაფუძნდა. "ესენ ჯგუფს" ატრიუმ პლაზაში საოფისე სივრცე, სადაც ჩხრეკა ჩატარადა, ერთი წლით ჰქონდა ნაქირავები.

ბელორუსულ კომპანია „ესენელ გრუპს“ ადგილზე ბელორუსები და უკრაინელები ჰყავდა დასაქმებული, თუმცა რას საქმიანობდენ იქ, ბიზნესცენტრ "ატრიუმის" ხელმძღვანელობა  ვერ ამბობს.  

ბიზნესცენტრის  დირექტორი "პირველებისთვის" მცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ საოფისე ფართები მეორე და მესამე სართულებზე  გაყიდული აქვს, თუმცა ახალმა მფლობლებმა ფართი  მესამე პირზე გააქირავეს.   

სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ზოგად ინფორმაციას ვფლობ. ერთი, რომ არიან უცხოელები და მეორე, რომ არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიები. ფართის მეპატრონე, მყიდველი, რომელშიც ეს ორი კომპანიაა განთავსებული, არის მესამე პირი, ანუ ამ ბიზნეცნეტრის ერთ-ერთი პატარა ფართის მფლობელი. ესენი საჯარო რეესტრის ამონაწერებში არის ძალიან მკაფიოდ ფიქსირებული, საჯარო ინფორმაციაა და მეორე, რომ დაკავებით არავინ დაუკავებიათ და მე როგორც აღვიქვი, ეს იყო ზოგადი ინფორმაციის საფუძველზე ვინაიდან აქ ოპერირებს ბიზნესცენტრშ 21 კომპანია და 21-ე კომპანიის ოფისები დაათვალიერეს და ამის მერე მოხდა ამ კონკრეტულიორი ოფისის დალუქვა. ეს არის ფაქტი, - ამბობს იკო ზოწენიძე.