პროტესტი მოხისში - მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს

15.05.21 13:20
პროტესტი  მოხისში - მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს

გასხვისებული მიწები მოხისში - მოსახლეობა ჰექტრობით მიწების გასხვისებას აპროტესტებს. 28 ჰექტარი მიწის ფართობი მოსახლეობას იჯარით ჰქონდა აღებული, წლების განმავლობაში ამუშავებდა და  შემოსავალიც ეს იყო. ადგილობრივების  თქმით,  მიწები აუქციონის წესით გაუყიდეს, რის გამოც ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩებიან.ისინი პასუხისმგებლობას ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას აკისრებენ, რადგან გასხვისება ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც მიწები იყიდა, ხელისუფლებასთან დაახლოებულია და მიწების გასხვისება კორუფციული გზებით მოხდა.

13 აპრილს ჩატარდა აუქციონი, შეგვატყობინეს რომ აუქციონი ჩაიშალა რაღაც მიზეზების გამო, გადაიტანეს მეორე დღეს. მეორე დღეს ისეთი თანხები თქვეს, მთელი სოფელიც ვერ შეისყიდდა. კორუფციული სქემები იკვეთება", - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ეკონომიკის სამინისტრო მათ მიწებს არ დაუბრუნებს, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ და ავტობანსაც გადაკეტავენ.