მედიისთვის ტექნოლოგიებში უფასო მასტეკლასი გაიმართება

ტექნოლოგიების ერაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების მიღწევების მედიაში დანერგვა. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთმა წარმატებულმა კომპანია ,,Edutech academy’’-მ მასმედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ უფასო მასტეკლასი დაანონსა.
კომპანიის სოციალური მისიაა შექმნას პროფესიონალური Tech ეკოსისტემა საქართველოში. დააინტერესოს და ჩართოს ათასობით ადამიანი Tech ინდუსტრიაში, მისცეს საშუალება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს დაეუფლონ მაღალ ანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიებს, დასაქმდნენ ადგილობრივ და გლობალურ კომპანიებში.
სალექციო სერიას Technology 101 ეწოდება და პირველი კურსი სწორედ მასმედიისთვის გაიმართება. კურსის გავლის შემდეგ ჟურნალისტები და პროდიუსერები ტექნოლოგიებში შეიძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას უფრო პროდუქტიულს და თანამედროვეს გახდის, კერძოდ:
• როგორ მუშაობს ტექნოლოგიები;
● რა და რა სახის პროგრამული მიმართულებები არსებობს;
● რა პროგრამული ენები და ბიბლიოთეკები გამოიყენება;
● რა ტექ და არა ტექ პროფესიები არსებობს;
● რა ძირითადი ხელსაწყოები არსებობს და როგორ მუშაობს;
● როგორ ვითარდება AI და Blockchain;
● როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ AI სამუშაო პროცესის გასამარტივებლად.
კურსის ფორმატი - Online;
კურსის ხანგრძლივობა - 6 საათი (3 შეხვედრა);
დამსწრეთა რაოდენობა - 20-25;
კურსი სრულად დაფინანსებულია Edutech Academy -ის მიერ, CSR პროექტის ფარგლებში.
კურსის სრულად გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/kNur1DUDZnmVQn2k7
Facebook : https://forms.gle/kNur1DUDZnmVQn2k7
linkedin: https://www.linkedin.com/company/edutech-academy/?viewAsMember=true
Email: [email protected]
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
NS