ხმაური თბილისის ცენტრში - დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებმა დააზარალებულები სცემეს

21.04.23 15:26
ხმაური თბილისის ცენტრში - დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებმა დააზარალებულები სცემეს

ხმაური და დაპირისპირება თბილისის ცენტრში - მშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები დეველოპერულ კომპანიას ფიზიკურ ძალადობაში ამხელენ. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ მშენებელთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ, თუმცა საუბრის ნაცვლად მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ამსახველი კადრები კი თავად დაზარალებულებმაა გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

დაზარალებული ვარ. ასული ვიყავით ადვოკატებთან ერთად, დაგვიბარეს. შეხვედრა გვქინდა ჩვეულებრივ, უნდა წავსულიყავით რაღაც მორიგების საკითხთან დაკავშირებით. ეს ადვოკატები რომ დაინახეს, ქალბატონ სალომეს ხელით შეეხნენ, მე ვარ შემსწრე და რავი, ძალიან ბევრია. სახეში ხელი დაარტყეს, ამასობაში ჩვენ გვყრიდნენ, უშვერი სიტყვებით გვლანძრავდნენ, - ამბობს დაზარალებული.

დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაზარალებული ადვოკატს ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი დასჭირდა. 

ინტერესების დამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურ სქემაში არიან ჩართულები, მათ უკან კი საგამოძიებო უწყებები დგანან.

დეველოპერული კომპანია „ჯიექს კვადრატი“ რომელსაც დაახლოებით ჰყავს ასობით დაზარალებული, სისხლის სამართლის საქმეა არძრული ამ კომპანიის წარმომადგენლებზე, მათ ხელმძღვანელებზე, მიმდინარეობს გამოძიება, დღემდე არ ჰყავთ დაკავებული ეს პირები. აგრძელებნ თავიანთ საქმიანობას უწინდებურად, თაღლითური სქემებით ისევ აგრძელებენ ამ ხალხის დაზარალებას. ასობით დაზარალებულია, ამ ხალხის ინტერესებს ჩვენ ვიცავთ. ავყევით ამ დაზარალებულებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ჯიექს კვადრატის“ წარმომაგენლები, მათი ადვოკატები და მათი ხელმძღვანელები დაზარალებულებს და დაზარალებულების წარმომაგენლებს, - ამბობს ადვოკატი.