ღარიბაშვილის სამსახურთან ისევ ხმაურია - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვენ

21.04.23 17:03
ღარიბაშვილის სამსახურთან ისევ ხმაურია - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვენ

ღარიბაშვილის სამსახურთან ისევ ხმაურია - აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები შეხვედრას სახალხო დამცველთან ითხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, რკინის ღობეზე ხელების ბრახუნმა და პროტესტის ხმებმა ირაკლი ღარიბაშილის კაბინეტამდე მიაღწია, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, დედების ერთადერთი იმედი ახლა ლევან იოსელიანია. 

"ამდენი ხანია აქვ ვდგავართ მშობლები და სახალხო დამცველის არანაირი განცხადება არ მოგვისმენია. ხელისუფლება არ გვყავს ამ ქვეყანაში, ვიცით და სახალხო დამცველი მაინც მოვიდეს. ყველა აქ მყოფი მშობელი მოუწოდებს ლევან იოსელიასნ, რომ მოვიდეს აქ და გააკეთოს განცხადება". - ამბობენ მშობლები.

კანცელარიასთან აღმართული რკინის ღობე საპროტესტო ბანერებით არის აჭრელებული.

"ნუ გვატყუებთთ, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - ასეთი შეძახილებით პრემიერამდე ხმის მიწვდენას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ცდილობენ.

მშობლებმა ცოტა ხნის წინ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცეს.

მშობლები იქამდე დარჩებიან ღარიბაშვილის სამსახურთან, სანამ მათი შვილებისთვის ძვირადღირებული პრეპარატის დაფინანსების თანხმობას არ მიიღებენ.