აღმოჩენილია თუ არა თბილისში ახალი ქოლცენტრი? - რა საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა „ენესელ ჯგუფი“?

21.04.23 20:01
აღმოჩენილია თუ არა თბილისში ახალი ქოლცენტრი?  - რა საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა „ენესელ ჯგუფი“?

აღმოჩენილია თუ არა თბილისში ახალი ქოლცენტრი?  "პირველებმა" დაადგინა, რომ კომპანია, რომელიც სამართალდამცველების სამიზნე გახდა, ბელორუსის მოქალაქეს ეკუთვნის.  მფლობელი  დუმილს ამ დრომდე არ არღვევს. არადა სწორედ  მას აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია ბურუსით მოცული კომპანიის საქმიანობის შესახებ.  

"ენესელ ჯგუფი" თბილისში რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი თვის შემდეგ დაფუძნდა,  სამუშაო ფართი პრესტიჟულ ბიზნესცენტრ "ატრიუმში" იქირავა და ოფისში  საქართველოს, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეები დაასაქმა.  

"პირველებმა" დაადგინა, რომ ბელორუსის მოქალაქის მიერ დაფუძნებული კომპანია კომპიუტერული მომსახურების გარდა,  საფონდო ბირჟებზე საბროკერო საქმიანობსაც ეწეოდა. ეს ის არის, რითაც  ქოლცენტერები მოქალაქეების  თანხების  მიტაცებას ნიღბავენ, თუმცა საბოლოო პასუხი გამოძიებას ეკუთვნის.

ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანიის ოფისიდან ჩხრეკის შედეგად წაღებულ  კომპიუტერებში არსებულ ინფორმაციას სწავლობს.  

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.