რკინის ღობემ პრემიერი ვერ დაიცვა - პროტესტი კანცელარიასთან

21.04.23 20:07
რკინის ღობემ პრემიერი ვერ დაიცვა - პროტესტი კანცელარიასთან

ირაკლი ღარიბაშვილი  რკინის ღობეებმა ვერ დაიცვა. თავრობის ადმინიტრაციასთან დღეს გამაყრუებელი ხმაური ისმოდა.  აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ატირებული  მშობლები პრემიერისთვის ხმის მიწვდენას რკინის ღობეებზე ხელების ბრახუნით ცდილობდნენ.   

ხანგრძლივი პროტესტისა და არაერთი შეხვედრის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო მოზარდების  ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მედიკამენტის შესყიდვაზე უარს ამბობს. 

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მესამე დღეა საკუთარი კაბინეტის ფანჯრებიდან უყურებს მშობლებს, რომლებიც ღამეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ. 

მშობლები დანებებას არ აპირებენ და მათი ხმამამაღლი პროტესტის მოსმენა რკინის ღობეებს ამოფარებულ პრემიერს მაინც მოუწევს.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.