"ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ" - პეტიციას უკვე ათეულობით ხელმომწერი ჰყავს

21.04.23 20:28
"ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ" - პეტიციას უკვე ათეულობით ხელმომწერი ჰყავს

"ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ!" - ამ მოთხოვნით  შექმნილ პეტიციას ხელს ათეულობით მოქალაქე აწერს ხელს. ყველა ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ბიჭის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, მანიფესტს უერთდება.  

პეტიციის ინიციატორები  ლაზარეს ოჯახის წევრები არიან. პატიმარი ბიჭის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო, რომელსაც სანქცირებული კლანი მართავს, მათ შვილს უმკაცრესი სასჯელისთვის გაწირავს. ოჯახი ახლა შველას საზოგადოებას სთხოვს. 

 მოქალაქეები პარლამენტიდან მოითხოვენ,  რომ  ნაფიცი მსაჯულების მიერ განსხილველ მუხლებს დაემატოს ის, რითაც  21 წლის ლაზარე სასჯელს იხდის, მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე  კი ახალგაზრდა ბიჭი  გირაოს სანაცვლოდ   გათავისუფლდეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.