ვინ მფარველობს ქოლცენტრებს? - ოპოზიცია კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს
ვინ მფარველობს ქოლ ცენტრებს - ამ კითხვაზე პასუხი საგამოძიებო კომისიამ უნდა გასცეს. დღის წესრიგში კიდევ ერთი საპარლამენტო კომისიის შექმნა დგება. ინიციატივა გიორგი გახარიას ფრაქციას ეკუთვნის და უკვე ცნობილია, რომ მას სრული ოპოზიციური მხარდაჭერა ექნება.
წარმოუდგენელია, რომ ქოლცენტრები საქართველოში სუსის და ხელისუფლების ლობირების გარეშე ფუნქციონირებდეს - აცხადენ ინიციატივის ავტორები და იმ პირების დადგენას ითხოვენ, ვინც საერთაშორისო თაღლითურ ქსელს მფარველობს.
უმრავლესობის მხარდაჭერა არც ამ კომისიას ექნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა პოლიტიკური დივიდენდების დაწერაა. კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლების კავშირებს ქოლცენტრებთანაც.
კომისიების შექმნის შიშით ქვეყნის პარლამენტი უკვე ერთი კვირაა პარალიზებულია.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.