10 მლნ ახალ ავტომობილებში - ძალოვანი უწყებები ავტოპარკს აახლებენ

21.04.23 20:27
10 მლნ ახალ ავტომობილებში - ძალოვანი უწყებები ავტოპარკს აახლებენ

10 მილიონი ახალ მანქანებში - გომელაურის და ჩუბინიძის უწყებებმა თანამშრომლებისთვის  ახალი ავტომობილების შეძენა გადაწყვიტეს. საუბარია 155 მანქანაზე და თითოელის ღირებულება 65 ათასი ლარია. მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ავტომობილი უნდა იყოს 2023 წლის გამოშვების და კონრეტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.  

რატომ ყიდულობს გომელაური ასე ხშირად ავტომობილებს?  ძალოვან უწყებებში განმარტავენ, რომ ავტოპარკის განახლებაა აუცილებელი. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ტრანსპორტის მიმართულებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა სასაზღვრო დეპარტამენტშია. მესაზღვრეებს  ავტომანქანების  მწვავე დეფიციტი აქვთ.  არა აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და ტანსაცმელი. ეს იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ მანქანების ყიდვის ყველა რეკორდი მოხსნა და ამ მიმართულებით ლიდერი შს სამინიტროა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.