სომხური დიასპორის ხელმძღვანელზე ფიზიკურად იძალადეს - მირზოიანი ამტკიცებს, რომ მას ნიღბიანი მამაკაცები დაესხნენ თავს
სომხური დიასპორის ხელმძღვანელზე ფიზიკურად იძალადეს. არტურ მირზოიანს ნიღბიანი მამაკაცები საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ თავს. მირზოანი ამტკიცებს, რომ სამი მამაკაციდან ორი გამეტებით ურტყავდა, მესამე კი ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდა.
სომხური დიასპორის ხელძღვანელი ფიქრობს, რომ თავდასხმა სომეხთა გენოციდის ხსენების დღეს უკავშირდება და მომხდარს აზერბაიჯანული მხარის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.
"ოფისიიდან სახლისკენ მივდიოდი და გზაზე, ჩემს უბანში, სამი ნიღბიანი დამესხა თავს. წამაქციეს და სამივე თავში მირტყამდა, ასევე ზურგის და მუცლის არეში. ჩემს წინაააღმდეგ ამ ქმედებას ჩემს მოღვაწეობას ვუკავშირებ. სხვა მიზეზს მე აქ ვერ ვხედავდ ა დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს". - ამბობს მირზოიანი.