"ნუ იტყუებით და ნუ გამოგვიყვანთ საკუთარი შვილების მკვლელებად" - ღარიბაშვილის სამსახურთან დედების პროტესტი გრძელდება

22.04.23 11:42
"ნუ იტყუებით და ნუ გამოგვიყვანთ საკუთარი შვილების მკვლელებად" - ღარიბაშვილის სამსახურთან დედების პროტესტი გრძელდება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები მთავრობის ადმინსიტრაციასთან რჩებიან. დედებმა უკვე მესამე ღამე გაათენეს ირაკლი ღარიბაშივილის სამსახურთან, თუმცა ამ დრომდე რკინის ღობით შემოსაზღვრულ სამთავრობო კვარტალიდან გადაწყვეტილების მიმღები არც ერთი ადამიანის ხმა არ ისმის. 

მეტიც, ქუჩაში, წვიმასა და სიცივეში დარჩენილი დედებისთვის წუხელ კანცელარიასთან თბილი პლედებისა და საწვიმრებიის მიწოდებაც კი პოლიცის გამო შეზღუდული იყო.

"ჯანდაცვის სამინისტრო რასაც ავრცელებს თავის საყვარელ არხებზე, რომ მოჰყავს ექიმები, სადაც ალაპარაკებენ პრეპარატის გვერდით მოვლენებზე, გამოდის, რომ ჩვენ ვართ ჩვენი შვილების მკვლელები. ნებისმიერ ადამიანს შეუძია ცაწეროს "ვოზორიდიტი" საძიებო სისტემაში და წაიკითხავთ, რომ ის ეფექტურია. ძალიან გთხოვთ, ნუ გამოგვიყვანთ შვილებს საკუთარი შვილების მკვლელებად. ჩვენ არ ვწირავთ ჩვენს შვილებს, ესენი წირავენ. აქ არის თანხაზე ლაპარაკი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობით ვაჭრობის უფლებას ნუ მისცემთ ამ ხალხს". - ამბობს მშობელი. 

დედების მოთხოვნას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად არის ჩართული. 

მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. 
მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია.