როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ანდრია ჯაღმაიძე ინფორმაციას ავრცელებს
პატრიარქის ჯანმრთელობისი მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ამ განცხადებას მამა ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. საპატრიარქოოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.