ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული საქალაქო სასამართლოშია - პაქსაშვილი დაცვაზე უარს აცხადებს
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული კაცი საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშია.
რამდენიმე წუთში, მალხაზ პაქსაშვილის საქმეზე აღკვეთი ღონსიძიების შესახებ დაიწყება მსჯელობა. სხდომა დახურულია. ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით დაკავებული კაცი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ადვოკატზე უარს ამბობს.
მალხაზ პაქსაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ წინუბნიდანაა. სოფლის მკვიდრი "პირველებთან" ამბობს, რომ პაქსაშვილს კავშირი ჰქონდა ძმებ ტოღოსაშვილებთან.
"პანკისში, წინუბანში ცხოვრობდა, მუჰამედს ეძახდნენ. დედა ჰყავს აქაური, მამა ქართველი. 2-3 წლის წინ გავიცანი. რას საქმიანობდა არ ვიცი. ძებთან კავშირი ჰქონდა, როგორც ვიცი", - ამბობს პანკისის ხეობის მკვიდრი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეს გრიფი დაადო.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულს გამოძებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
პაქსაშვილი 2013 წლეს გაემგზავრა სირიაში და გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. სწორედ ამ დანაშაულს ედავება ქართული მხარე დაკავებულს.
"ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ პაქსაშვილი გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. არსებობს ვიდეომასალაც". - ამბობს საქმის პროკურორი.
გამოძიების მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია ბრალდებულის ძმებ ტოღოსაშვილებთან კავშირი. ტოღოსაშვილები ნომერ პირველ ტერორისტებად ითლებიან პანკისში. ძმებიდან ერთ-ერთი ცეზარ ტოღოსაშვილ წლებია, ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდის.