თბილისში, ავტობუსში კაცი დაჭრეს

22.04.23 14:12
თბილისში, ავტობუსში კაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ცნობით, შემთხვევა ავტობუსში მოხდა.

შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. 

დაჭრილი 70 წლამდე კაცია და მას დაზიანება ცივი იარაღით მხარში აქვს მიყენებული. კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. 

"ხმა გავიგე, რომ გააჩერე ავტობუსიო. იმდენი ხალხი იყო, სულ არ გამიხედია უკან. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. დანით არის დაჭრილი მხარში. დაკავებული სადღაც 40 წლამდე იქნება". - ამბობს ავტობუსისი მძღოლი.

გამოკითხვაზეა გადაყვანილი რამდენიმე მგზავრი. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.