ტერორისტულ ორგანიზაციასთან მისი კავშირი გამორიცხულია, სუს-ის შეთითხნილია, რომ მოეშორებინათ - პაქსაშვილის მეგობარი

22.04.23 14:55
ტერორისტულ ორგანიზაციასთან მისი კავშირი გამორიცხულია, სუს-ის შეთითხნილია, რომ მოეშორებინათ - პაქსაშვილის მეგობარი

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი გამორიცხავს, რომ პაქსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

ლევან დუიშვილის თქმით, ბრალდება, რომელსაც პაქსაშვილს ედავებიან სუს-ის მიერ არის შეთითხნილი, რატა ის მოეშორებინათ.

დუიშვილი ასევე ამბობს, რომ დაკავებულს ტოხოსაშვილებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, 2015 წელს დაბრუნდა თურქეთიდან და უკვირს, თუ ტერორისტია, რატომ არ იჭერდნენ 8 წელი?

„ის დაბრუნდა დაახლოებით 2015 წელს საქართველოში თურქეთიდან. თუ სახელმწიფო უსაფრთხოება იძახის იმას, რომ ის ტერორისტია, მაშინ ლოგიკა სად არის, რომ 8 წელი ტერორისტი დადის და გადაადგილდება საქართველოში. რატომ არ იჭერდნენ?"

 ამბობენ, რომ ბრალი ედება 2015 წელს ტერორისტულ საქმიანობაში. ეს არის აბსურდი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეთითხნილი ბრალდება. ამას ვადასტურებ, ვამოწმებ, რომ ეს ასეა და ის არის გაწირული სხვა საქმეზე, არ ვიცი რაზე. თურქეთში იყო, მე როგორც ვიცი, და დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთში იყო და არანაირ სირიასთან მას შემხებლობა არ ჰქონია.

მე არ შემიმჩნევია, მას რომ კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან ან რამესთან, ან ისეთი რაღაც გაეკეთებინა, რაც კანონმდებლობასთან ყოფილიყო წინააღმდეგობაში.

ეს ყველაფერი არის სპეცსამსახურების რაღაც დაკვეთა, რომ აქედან მოეშორებინათ, არ ვიცი რაზე. დარწმუნებული ვარ, ტოხოსაშვილებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და სუს-ს მტკიცებულება არ გააჩნია.“, - განაცხადა მალხაზ პაქსაშვილის მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ პაქსაშვილის დაკავების სპეცოპერაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.

გამოძიების მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია ბრალდებულის ძმებ ტოღოსაშვილებთან კავშირი. ტოღოსაშვილები ნომერ პირველ ტერორისტებად ითლებიან პანკისში. ძმებიდან ერთ-ერთი ცეზარ ტოღოსაშვილ წლებია, ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდის.

დაარღვევს თუ არა დუმილს დაკავებული, ეს 22 ივლისს, შემდეგ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პაქსაშვილს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები