"კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს" - Foreign Policy

22.04.23 15:51
"კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს" - Foreign Policy

"კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს" - ამ სათაურით სტატიას "Foreign Policy" აქვეყნებს. ნაშრომი ქართველ პოლიტპატიმრებს ეძღვნება.  მისი ავტორი კი ჯეკ დეტჩია. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ამერიკის  მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს პროევროპელი ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ნახსენებია წყლის ჭავლითა და ხელკეტებით დარბეული აქცია რუსული კანონის წინააღმდეგაც. 

ამავე სტატიაში ნახსენებია წერილიც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს კონგრესმენმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით გაუგზავნეს.

ვრცელ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი და ასევე პოლიტპატიმრების ჭრილში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარიც.