"ესთეტიკური თვალსაზრისით, კატასტროფულია" - კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულში ევრო რემონტი გააკეთა

22.04.23 17:26
"ესთეტიკური თვალსაზრისით, კატასტროფულია" - კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულში ევრო რემონტი გააკეთა

კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულში ევრო რემონტი გააკეთა. ისტორიული შენობის გალავნის გუშაგის სახლში აბაზანა, სამზარეულო და მისაღები ოთახი თანამედროვედ მოაწყეს. ამის ამსახველი ფოტოები კულტურის სამინისტრომ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

საერთო ჯამში სტილი სადა და მინიმალისტურია. ეს რაც შეეხება გუშაგის სახლს, თუმცა დანარჩენი მამულის რეაბილიტაცია ახლაც გრძელდება. 

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ლევილში გაკეთებულ რემონტს ესთეტიკური თვალსაზრისით კატასტროფულს უწოდებს.

დაცინვით და ქილიკით, მთელი საზოგადოება საუბრობდა, რომ ეს არის ტიპიური ევრო რემონტი და არა კულტურული და ისტორიული ძეგლის შესაფერისი რეაბილიტაცია. ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ვინ დაგეგმა და ვინ შეასრულა ასე. რაც გაკეთდა არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ესთეტიკური თვალსაზრისით კატასტროფულია". - ამბობს მკვლევარი.

ხელოვნეათმცოდნე და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ცხადაძე კი ამბობს, რომ ქვეყანას კულტურული ძეგლების ჩამორეცხვის პრობლემა აქვს.

"ოცნების" მე-11 წლისთავზე ვხედავთ, რომ ჩამოირეცხა გელათი, ჩამოირეცხა ლევილი, ჩამოირეცხა რიკოთი. რარაც ჩამორეცხვის პრობლემა არის სულ" - ამბობს დავით ცხადაძე.

საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომო კი ლევილში, წულუკიანის მიერ მუზეუმის დირექტორის ახალი მოადგილის ჩუამდ დანიშვნას ვერ ეგუება. 

ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოადგილეს კავშირი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან.

"დაინიშნა მუზეუმის დირექტორის მოადგილედ პიროვნება, რომელიც, როდესაც ეროვნული ბრძოლა იყო გაჩაღებული, მას ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი". - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები