"განსაჯოს სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა" - აქცია ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად
"განსაჯოს სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა" - 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრებული მომიტინგის მხარდასაჭერად დღეს "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით აქცია გაიმართა. სამთავრობო კვარტალში ლაზარეს მეგობრებმა საგანგებოდ შექმნილი პეტიციის გამოსახულებით, სტიკერები მიიტანეს.
გაასამართლოს ნაფიც მსაჯულებმა - ითხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილის რკინის ღობით შემოსაზღვრულ სამსახურთან შეკრებილი ადამიანები.
"მოვითხოვთ, რომ გაგვასამართლოს იმ ხალმა, რომლებსაც რეალურად დამოუკიდებელი აზრი გააჩნიათ. მათი მთავარი მოტივი არის, რომ ეს მუხტი ჩაკლან ჩვენში და მეორე შეიძლება ის იყოს, რომ მე უკრაინაში ვიბრძოდი და იქაც დაანახონ, რომ თქვენ რახან იქ იბრძვით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის მოგისმენთ, დაგიჭერთ და ა.შ." - ამბობს ლაზარეს მეგობარი.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ლაზარეს ოჯახი და თორნიკე აკოფაშვილი ითხოვს, არა ადამინის დაუსჯელობას, არამედ არ უნდათ, რომ ლაზარე იმ სასამართლომ გაასამართლოს, რომელსაც არ ენდობიან.
განსაჯოს სინდისმა ერისა და არა ჩინოვნიკისა - ეს არის მოთხოვნა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა და თორნიკე აკოფაშვილმა დაყენა. ეს ადამიანები დაუსჯელობას კი არ ითხოვენ, ითხოვენ იმას, რომ ხალხმა განსაჯოს და აქვთ სრული საფუძველი, რომ არ ენდობოდნენ სასამართლოს". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.