გასაიდუმლოებული ვიზიტი - ხვალ თბილისში რუსეთის დელეგაციას ელოდებიან

22.04.23 22:23
გასაიდუმლოებული ვიზიტი - ხვალ თბილისში რუსეთის დელეგაციას ელოდებიან

გასაიდუმლოებული ვიზიტი საქართველოში - "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ხვალ თბილისში რუსეთის დელეგაციას ელოდებიან. წყარო "მელაძის შაბათს" უყვება, რომ  20 ზე მეტ რუს სპორტსმენებს ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე უმასპინძლებს. 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენების ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სანქცირებულია. მეტიც, წყარო ამტკიცებს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში გამოცდილი ოფიცრებიც არიან. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც სასროლეთზე სასტენდო სროლებში ვარჯიშობდნენ, "შაბათის" ეთერს უყვებიან, რომ მათთვის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტს, ნინო სალუქვაძე ამბობს, რომ  თბილისის სასროლეთზე ხვალ მისი მეგობრები მივლენ. 

"ეს ჩემი პირადი საქმე" - უთხრა მან "შაბათის ეთერს". 

"რა მნიშვნელოვანია საიდან არიან, ჩემი მეგობრები არიან, რუსი მოქალაქეები არ არიან? არავითარი ოფიცრები არ არიან"- აცხადებს სალუქვაძე. 

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოს.