მოსამართლეთა ნაწილი კლანს უკვე ღიად უპირისპირდება - კახა წიქარიშვილი
იურისტი კახა წიქარიშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა ის ნაწილი, რომელიც კლანს ღია უპირისირდება, კიდევ უფრო გაიზრდება. წიქარიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლეები ღიად ალაპარაკდებიან იმაზე, თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში.
მოსამართლეთა კორპუსი არ არის ერთიანი სანქციებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილი გამოვიდა და ღიად დაუჭირა მხარი ჩინჩალაძეს, მურუსიძეს, შენგელიას და ცერცვაძეს. მოსამართლეთა ნაწილი უკვე ღიად უპირისპირდება კლანს იმით, რომ ისინი არ ამბობენ უარს აშშ-ში ვიზიტზე. დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო გამოიკვეთება რამდენი კაცი ჰყავს, რეალურად, კლანს სასამართლო სისტემაში, რომელიც არის მისი ყველაზე უფრო ერთგული მხარდამჭერი. ჯერჯერობით მცირერიცხოვანი ჯგუფი არსებობს, რომელიც არ ერიდება საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების და იმედი მაქვს, რომ ეს ჯგუფი გაიზრდება და უფრო მეტიც, მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები დაიწყებენ საუბარს, რეალურად, თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში, - ამბობს იურისტი.
კლანის ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, მოსამართლეთა ნაწილი აშშ-ში სასწავლო პროგრამით მაინც წავიდა. მოსამართლეებს შორის ეკა არეშიძის გარდა ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი, თამარ ჩიხლაძე არიან.