ღირსეული და დამოუკიდებელი ნაბიჯი - ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების აშშ-ში გამგზავრებაზე

23.04.23 11:27
ღირსეული და დამოუკიდებელი ნაბიჯი - ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების აშშ-ში გამგზავრებაზე

ღირსეული და დამოუკიდებელი ნაბიჯი - ასე აფასებს "სასამართლო გუშაგის" თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც სასწავლო პროგრამით აშშ-ში გაემგზავრნენ.

ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ კლანის მმართველობა სასამართლოში შესუსტდება და ამაზე გავლენას ბევრი ფაქტორი იქონიებს. 

ნებისმიერი ნაბიჯი მოსამართლის, პროგრამაში მონაწილეობას ეხება ეს თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებას, სასამართლოზე აჩენს განცდას, ის რამდენად არის დამოუკიდებელი და მოსამართლეები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ აშშ-ში პროგრამაში, მე ვფიქრობ, რომ მათ ამით გამოიჩინეს დამოუკიდებლობა და ვფიქრობ, რომ ამ ჟესტით საზოგადოებასაც უჩენენ იმ განცდას, რომ ისინი არ ემორჩილებიან იმ კლანურ მეთოდებს, რომლითაც ისინი განაგრძობენ სასამართლო მართვას. ამ ვიზიტში მონაწილეობაზე დათანხმდა ქალბატონი ნინო ელიაშვილი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ღირსების საკითხი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროგრამაში მონაწილეობა არის ღირსების საკითხი. ვერ დავარქმევდი ამას დაპირისპირებას, ეს არის მათ მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, რაც აროს სრულიად ნორმალური.  კლანის გავლენა აუცილებლად შესუსტდება სასამართლოში, სანქცირება აუცილებლად გამოიწვევს ამ შედეგებს და გარდა ამისა, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს ამაზე. ბოლო ბოლო, ყველას მობეზრდა უკვე მურუსიძის მიერ იმის ძახილი, რომ ის არის სასამართლოს ლიდერი, - ამბობს ჯანეზაშვილი. 

კლანის ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, მოსამართლეთა ნაწილი აშშ-ში სასწავლო პროგრამით მაინც წავიდა. მოსამართლეებს შორის ეკა არეშიძის გარდა ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი, თამარ ჩიხლაძე არიან.