ქოლცენტრების საქმის გამოძიება "რუსული ოცნების" ნებაზეა დამოკიდებული - შაშკინი
ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი ფიქრობს, რომ სკანდალური ქოლცენტრების უკან კონკრეტული მნისტრები დგანან და ეს ხელისუფლებისთვისაც ცნობილია. პოლიტიკოსის თქმით, საჭიროა მმართველი გნდის ნება, რათა საქართველოში აღნიშNული პრობლემა მოგვარდეს.
ქოლცენტრების თემა მთლიანად არის დამოკიდებული „რუსული ოცნების“ ნებაზე. ამ თემის გამოძიება მთლიანად არის დამოკიდებული რუსული ოცნების ნებაზე. მათ ძალიან კარგად იციან, რომელი მინისტრები დგანან ამ ქოლცენტრების უკან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ საქართველოში ეს პრობლემა იყოს მოგვარებული, - ამბობს შაშკინი.
"ტვ პირველის" შაბათის ეთერიის გუნდმა რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ევროპელი პენისონერების შემდეგ ეგრედ წოდებული ქოლცენტრები საქართველოს მოქალაქეებსაც ძარცვავენ. თაღლითური სქემით არარსებულ ბიზნესში ფულის ჩადებას მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორით და მუქარით აიძულებენ. ძარცვა საქართველოდან სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ნავთობკომპანიების სახელებით ხდება.